14/07/2023
10:50
საზოგადოება
სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები დაკრძალეს.
გიორგი ნიჟარაძე და გიორგი რატიანი, სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს.
"როგორ უნდა იცხოვრო ისე,რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურო როგორ უნდა მოახერხოს 30 და 31 წლის ბიჭებმა ამხელა სიყვარული?!.
როგორ უნდა მოასწრო, ამდენი მლოცველი შეიძინო და ბოლოს ამდენი მომხსენებელი დატოვო ამ ქვეყანაზე
დღეს რაც სამების საკათედრო ტაძარში და მის ეზოში ხდებოდა ეს არც ერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახია არავის, არც სვანეთში არც თბილისში დღეს არ განირჩეოდა ქალი, კაცი, ბიჭი, გოგო და ბავშვი, ყველა ერთხმად დასტიროდა ცხარე ცრემლებით ამ ორ ულამაზეს და უკარგეს სვან ვაჟკაცებს . საიდან იცნობდნენ ამდენ სასულიერო პირს და მონაზვნებს ეს ბიჭები, ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახია სასულიერო დასი. როგორ დასტიროდნენ ბერები და მონაზვნები,როდის მოასწრეს ასეთმა პატარებმა ამხელა სიყვარულის დათესვა და შემდეგ მიღება?!.
მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისათვის. ჭირისუფალს ნუგეშად, დღევანდელი დღეც ეყოფა, რადგან დღეს მიიღეს მათი შვილების აღზრდის პასუხი. უფალმა შეიწყალოს ორი გიორგის სული და აცხონოს. მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახლად შესვენებულნი: გიორგი, გიორგი. მესამე გიორგი, რომელიც გადაარჩინა უფალმა გააძლიეროს უფალმა მათი სულების გადასარჩენად“, - წერს სვანეთი საქართველოს მშვენება.
ცნობისთვის, 9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა… ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაუღუპნენ. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.
0
0
ზუგდიდში ხანძარი ლიკვიდირებულია
23/12/2024