09/06/2023
09:17
პოლიტიკა
პარტია ლელოს წევრს, საბა ბუაძესა და კანონისა და სამართლის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიტიკოსები ერთმანეთს 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.
საბა ბუაძე: ასეთი უსაგნო, უშინაარსო საუბარი ყოველთვის მაშინ იწყება ხოლმე, როდესაც საკითხებზე არ არის ლაპარაკი. გავერთიანდეთ, გამოვერთიანდეთ, წავიდეთ, წამოვიდეთ. რაზე ვერთიანდებით, ამაზე ხომ უნდა ვისაუბროთ? რა გვინდა?
თაკო ჩარკვიანი: 12 პუნქტი გვინდა.
საბა ბუაძე: რომელი 12 პუნქტი? ახლა რომ გკითხოთ, 12-დან 6-ს ვერ ჩამომითვლით.
თაკო ჩარკვიანი: წესიერად ილაპარაკე, ახლა შენ ზედმეტი მოგდის და მგონი, თავი სახლში გგონია.
საბა ბუაძე: ასეთ პოლემიკაში ამომრჩეველი საკუთარ თავს ვერ ხედავს, იმიტომ, რომ იმას რეალური პრობლემები აწუხებს...
თაკო ჩარკვიანი: მთელი დასავლეთი 12 პუნქტს გვთხოვს და თქვენ რატომ არ ასრულებთ?
საბა ბუაძე: ნუ მაწყვეტინებთ, ელემენტარულ ტაქტს ნუ დაკარგავთ ამხელა ქალი, რა უბედურებაა. დაასრულეთ ახლა ეს მარაზმი, სისულელე და ტელეფონში მოსული შეტყობინებების გამეორება. ამხელა ქალს გრცხვენოდეთ.
თაკო ჩარკვიანი: ხელები უბრახუნეთ თქვენს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ასე საუბარს მიგაჩვიათ.
საბა ბუაძე: ამხელა, დედისტოლა ადამიანი ეთერში ასე რომ იქცევით, ეს არის სამარცხვინო. დამასრულებინეთ საუბარი. მესმის, რომ თქვენ გინდათ ეს შოუ და ამ ტალახში გორაობა, მაგრამ დამასრულებინეთ სათქმელი. აქ თქვენთან სალაპარაკოდ კი არ მოვსულვარ.
თაკო ჩარკვიანი: საბა, თქვენ ხართ გაუზრდელი. ტონს დაუწიე
საბა ბუაძე: ეს კლოუნადა ახლავე დაასრულეთ.
თაკო ჩარკვიანი: ძალიან გთხოვთ, ხელებს ნუ აბრახუნებთ. ასეთი საუბრები თქვენს მევახშე ლიდერთან. არ გაბედოთ ასე საუბარი.
საბა ბუაძე: ქალბატონო თაკო, სამარცხვინო ხართ.
თაკო ჩარკვიანი: ასე ისაუბრეთ დედათქვენთან და თქვენს მევახშე ლიდერთან
პოლიტიკოსები ერთმანეთს TV პირველის ეთერში დაუპირისპირდნენ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024