11/12/2024
13:17
მსოფლიო
ირანის ლიდერმა ალი ხამენეიმ თავისი სირიელი მოკავშირის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.
,,ხამენეიმ დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ აჯანყება აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი გეგმის შედეგი იყო,“ - იუწყება ირანული მედია.
მეამბოხეთა დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham-ის ხელმძღვანელმა აბუ მუჰამედ ალ ჯოლანმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სირიასთან დაკავშირებით, „ჩვენი შიში“ გამოიწვია ირანულმა მილიციამ, ,,ჰეზბოლამ“ და ასადის რეჟიმმა. სირიისთვის გამოსავალი მხოლოდ მათი გაყვანაა“.
თუმცა, როგორც Reuters-მა განაცხადა, ირანმა და სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ ქვეყნებს შორის „მტრული ტრაექტორიის თავიდან ასაცილებლად“ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზი გახსნა. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა, რომ სირიაში ირანული ძალები არ დარჩენილან.
როგორც ცნობილია, ირანმა ასადის მმართველობას სამხედრო დახმარება გაუწია მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მისი რევოლუციური გვარდია განლაგებული იყო სირიაში, რათა თავის მოკავშირეს ძალაუფლებისა და თეირანის "წინააღმდეგობის ღერძის" განმტკიცებაში დახმარებოდა - ტერმინი "წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ანტიამერიკული და ანტიისრაელური ძალების კოალიციას, რომელიც მოიცავს ,,ჰეზბოლას“, ,,ჰამასს“ და იემენის ჰუსიტებს.
0
0