
სოციალური ხელშეკრულება, საზოგადოებრივი კონტრაქტი უნდა დავდოთ დღეს თანამედროვე ქართველებმა. ოღონდ ეს საზოგადოებრივი კონტრაქტი უნდა მოიზარდოს არა დღევანდელი საჭიროებების მიხედვით მხოლოდ, არამედ იმ წარსულის და მომავლის საჭიროებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ერთობლივ, ზედროულ სახელმწიფოებრივ და ეროვნულ კონტექსტში გაგვაჩნია, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მაჭუტაძის თქმით, ქართველობა არ არის მხოლოდ დღეს ცოცხალი ადამიანების ერთობა, ქართველობა არის ის, ვინც დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი და ისიც, ვინც ჯერ არ დაბადებულა.
„ამ გზაგასაყარზე ვდგავართ ჩვენ და ვხედავთ საქართველოში შიდა პოლიტიკურ სისტემას, რომელიც სამწუხაროდ ხასიათდება პიროვნების კულტით. ჩვენი ქვეყნის ევროპული შინაარსი კულტურისა და ცივილიზაციური მიკუთვნებულობისა ვერ ეგუება და ვერ თანაარსებობს პიროვნების კულთან, ვერც საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ოფიციალურად არის განსაზღვრული“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
0
0