
როგორც გერმანული გაზეთი Berliner Zeitung-ი წერს, BlackRock-ი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან მოულოდნელად ბრუნდება და, შედეგად, ევროპელი მთავრობის მეთაურებს ცვლის. ამერიკული გეგმა ნათლად აჩვენებს: ევროპა უნდა დარჩეს გარეთ.“
„ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, BlackRock-ი უკრაინის მოლაპარაკებების ცენტრში შედის. ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე ცალკეული ევროპელი ლიდერები და, თავდაპირველად, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩარევას თავს არიდებდა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, მოულოდნელად ნათელი გახდა: ამერიკული გიგანტური საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი (გერმანულად, სიტყვასიტყვით, „შავი კლდე“) თამაშში დაბრუნდა.
“2025 წელს, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულმა საინვესტიციო ფირმამ განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის ფონდისთვის ინვესტორების ძებნა შეწყვიტა. იმ დროისთვის ეს ამერიკის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი უკანდახევა იყო. თუმცა, ახლა ფინანსური გიგანტის ხელმძღვანელი ლარი ფინკი ისევ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდა - არა როგორც ჩანაცვლებადი დამკვირვებელი, არამედ - როგორც მთავარი მოთამაშე, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მომავალი მშვიდობის დამყარების ეკონომიკური საფუძვლის ფორმირებას.
ზელენსკიმ თავად გაასაჯაროვა ეს სენსიტიური მოვლენა, როდესაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ფინკი ამერიკელ მომლაპარაკებლებს შეუერთდა.
„ჩემს გუნდთან ერთად, ამერიკულ მხარესთან პროდუქტიული დისკუსია მქონდა“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე, ბესენტის, კუშნერის და ლარი ფინკის მისამართით. უკვე ნათელია: BlackRock-ი მოლაპარაკებების მაგიდასთან შემთხვევით კი არ დაბრუნებულა, არამედ - უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის ახალი სტრატეგიის ფარგლებში. პოლონელმა პოლიტოლოგმა დანიელ შელიგოვსკიმ აღნიშნა: „მათი [BlackRock-ისა და ამერიკული მხარის] პირველი მცდელობა, ჩაერთონ უკრაინაში, ჩაიშალა, მაგრამ ახლა დისკუსიები უფრო კონკრეტულ ფორმებს იღებს. ამასობაში, ევროპა საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული აქტივების შესახებ“.
როგორც ჩანს, უკრაინის საქმეებში BlackRock-ის ხელახლა ჩართვა ვაშინგტონიდან მიღებულ კონფიდენციალურ დოკუმენტს ეფუძნება. The Wall Street Journal-ის ცნობით, დოკუმენტი შეიცავს დეტალურ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს აშშ უკრაინის ეკონომიკური რეკონსტრუქციის სტრუქტურირებას. სიურპრიზი: ევროპის მონაწილეობის გარეშე!
ამ გეგმების თანახმად, 183 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები, ძირითადად, უკრაინის ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება, არამედ ისინი გამოყენებული იქნება მსხვილი, ძირითადად ამერიკული ხელმძღვანელობით მოქმედი პროექტების დასაფინანსებლად. ესენია, მაგალითად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგიით მომუშავე მასიურ მონაცემთა ცენტრების მშენებლობა. აშშ-ის ბიზნესზე ორიენტირებული დაუნდობელი მენტალიტეტი, სავარაუდოდ, ბერლინში, პარიზსა და ვარშავაში პოლიტიკურ ლიდერებს წარმოუდგენელ შოკში ჩააგდებთ. მეორეს მხრივ, ევროპას სურდა თანხების გამოყენება ადგილობრივი უკრაინული ინდუსტრიებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ევროპული თავდაცვის პროექტებისთვის. თუმცა, ვაშინგტონი სხვა გზას ადგას. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი მეგაფონდები, რომლებსაც Wall Street-ის წამყვანი სპეციალისტები და კერძო კაპიტალის ექსპერტები მართავენ, შექმნილია არსებული უკრაინული სახსრების გაზრდის მიზნით. ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა The Wall Street Journal-ს პირდაპირ განუცხადა: “ამერიკული მენეჯმენტის პირობებში, ფონდი შეიძლება $800 მილიარდამდე გაიზარდოს. ევროპის მიდგომა კი, პირიქით, არაეფექტურია. ჩვენი შეფასებით, ნამდვილად გვესმის ფინანსური ზრდის საკითხი. ევროპელებისთვის ეს უტყუარი გზავნილია: უმჯობესია, ეს ჩვენ მოგვანდოთ“.
როგორც ჩანს, თითქმის არავის აწუხებს ინტერესთა უზარმაზარი კონფლიქტი, რაც ამ ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. კერძო აქტივების მმართველი ხელს უწყობს ომით განადგურებული ქვეყნის რეკონსტრუქციის დაგეგმვას, რომელშიც თავადაც ჩადებს ინვესტიციებს. ზელენსკი, რომელიც კორუფციული სკანდალისა და ახალი არჩევნებისთვის მზადების გამო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატიურ პოზიციას ინარჩუნებს. როგორც მანვე განაცახდა, ბევრი იდეა შეიძლება „სწორი მიდგომით“ განხორციელდეს“. კიევმა კარგად იცის, რომ ქვეყანა მასიურ ფინანსურ დამოკიდებულებაში მოექცევა. ამიტომ, გახდება თუ არა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი აქტივების მმართველი უკრაინაში მიმდინარე ომში ცენტრალური მთავარი მოთამაშე? კანცლერ მერცს ასეთი როლის ახლა მხოლოდ ნატვრა შეუძლია - ან წარსულს უნდა გადახედოს,” - წერს Berliner Zeitung-ი.
0
0