21/09/2023
11:49
პოლიტიკა
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელის დავით ჩიხელიძის განცხადებით, ოპოზიციის ისტერიამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა, ეს იყო კოორდინირებული თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობით.
„არსებული ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაციის მიღწევა წარმოუდგენელია. ოპოზიციის გუშინდელმა ისტერიამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა, ეს იყო კოორდინირებული თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობით, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელი თავისუფალი უნდა იყო პოლიტიკური ჩარევებისგან, არ შეიძლება მასზე ზეწოლა და ა.შ. მეორეს მხრივ კი ეროვნული ბანკის საქმიანობაში ერევა, როცა სების პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხალხის ქუჩაში გამოყვანას, მოდელირებული ემოციური ფონით ცდილობენ. რადგან კარგად იციან, რომ ადამიანი რომელსაც დაფიქრების და განსჯის დრო აქვს ოპოზიციის აქციაზე არ მივა. სირცხვილია, როცა ხალხის სახელით, ერთპროცენტიანი ვაშაძე საუბრობს, სხვას აგენტებს უწოდებენ, თვითონ კი რუსულ ფულზე უარს ვერ ამბობენ, უფრო მეტიც ერთ დროს მათი პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთს ლამის დედა სამშობლოდ მიიჩნევს, ნაყოფიას კი რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ასეთი ხალხის პრეტენზიებს ვერ მივიღებ“, - აცხადებს ჩიხელიძე.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024