13/06/2023
13:07
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას იმიტომ აშფოთებს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს, განსხვავებით დავით კეზერაშვილისგან.
„საზოგადოებამ იცის, ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ პოლიტიკას, ტელევიზიებს და ა.შ. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, ბუნებრივია მთავარი ოლიგარქი, რომელსაც თავად აქვს აღიარებული, რომ არის ოლიგარქი და აფინანსებს ტელევიზიას, „ენჯეოებს“ და პოლიტიკურ პარტიებს, ცდილობს, რომ მოიპოვოს პოლიტიკური გავლენა, რათა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, სადაც იყო ის 2012 წლამდე. ამაზე ფაქტები არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის ოპოზიციის შიშები ამ კანონთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არსებობს მტკიცებულება, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც მიანიშნებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და აქედან გამომდინარე, არც მტკიცებულება აქვთ და არც არაფერი. ამიტომ აშფოთებთ მათ [ოპოზიციას] და მათ პატრონებს ეს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0