03/12/2022
15:38
პოლიტიკა
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასა და “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შორის ფარული გარიგება მიმდინარეობდეს.
არსებული ინფორმაციით, მელიამ დახმარებისთვის პარტია “ლელოს” უკვე მიმართა.
არსებული ინფორმაციით, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე “ლელოს” ოფისში მამუკა ხაზარაძესა და დავით უსუფაშვილს შეხვდა და პარტიის შიდა არჩევნების მოგებისთვის ფინანსური დახმარება და “ლელოს” ამომრჩევლის მობილიზება სთხოვა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” შიდა არჩევნებში მხარს მოქმედ თავმჯდომარეს დაუჭერს, სანაცვლოდ კი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ხაზარაძე-უსუფაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” სიაში 8 ადგილს დაპირდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პარტიის შიდა არჩევნები. პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა და არჩევნების თარიღი სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.
წყარო: metronome.ge
0
0