საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი ან ქართველი ხალხის ინტერესებშიარ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ და ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
კახა კალძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.
დედაქალაქის მერის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის.
„რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0
ლონდონში სიცხემ 263 ადამიანი იმსხვერპლა
09/07/2025