14/12/2022
19:16
პოლიტიკა
ეკონომისტი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ასე მტკივნეულად რომ არ განვიცდიდეთ, გარე სამყაროს შეფასებებს ჩვენს შესახებ და საკუთარ ინტერესებზე უფრო მეტად ვიყოთ კონცეტრირებული, უფრო კარგად შევძლებდით ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუციის წაკითხვას. რუსული აგრესიის წინაშე მარტოდ დარჩენის შიშიდან დაწყებული, აღიარებულ ევროპულ ღირებულებების ერთგულებამდე ჩვენთვის ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ევროკავშირ-რუსეთის ურთიერობა ფაქტიურად საომარ ფაზაში გადავიდა, საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად, ეს უკანასკნელი აღარც განიხილება, მარტივი მიზეზის გამო და ეს მიზეზი უკრაინის ომია, სადაც ევროკავშირის სანქციებმა და მცირე მასშტაბის სამხედრო დახმარებამ, შედეგი ვერ გამოიღო. რაც შეეხება აღიარებულ და გაწერილ ევროპულ ღირებულებებს, არა მხოლოდ უკანასკნელი კორუფციული სკანდალის, ან საქართველოს წინააღმდეგ, დამსჯელი რეზოლუციების გამო, არამედ თვით ევროპულ ქვეყნებში ამ ღირებულებებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებების გამო, ბევრ ძველ წარმოდგენების გადაფასება მოგვიწევს. ახლა კონკრეტულად დღევანდელი რეზოლუციის მიზნების შესახებ:
1)ესტონელი დეპუტატის შემუშავებული რეზოლუცია, სააკაშვილი მხარდამჭერი დეპუტატების შესწორებებით, მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის და რევოლუციის გამოწვევას.
2) არგუმენტების გარეშე, სანქციების დაწესება ყოფილი პრემიერის ბ. ივანიშვილის წინააღმდეგ ნიშნავს საქართველოს მძიმე შეურაცხყოფას.
3) ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მოკავშირეების და ლობისტების საპირწონედ “ქართული ოცნების” კრედო- “არა ლობიზმს” მცდარია, ვინაიდან დღევანდელ უკუღმართ რეალობაში, ლობისტური ჯგუფები და ინტერესთა კავშირები გარდაუვალი აუცილებლობაა. ამას ამტკიცებს ევროპარლამენტის მუშაობის ბოლო ათწლეული.
4) საქართველოში “რეჟიმის ცვლილების” ახირებული მოთხოვნა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეპუტატებიდან მოდის, რასაც პასიურად უჭერენ მხარს ძველი ევროპის წარმომადგენლები, დღევანდელი რეზოლუციის შემდეგ კი ისინიც უშუალოდ დგანან კოლექტიური კუბილიუსის ზურგს უკან.
საქართველოს მომავალი განისაზღვრება საქართველოში, ქართული სიბრძნით და დეკლარირებული ევროპული ღირებულებების შენარჩუნებით. ევროპარლამენტარების უსამართლო გადაწყვეტილებები არ უნდა გახდეს ჩვენი შეხედულებების დეფორმაციის მიზეზი. მჯერა ჩვენ ვიპოვით ევროკავშირში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამის პოლიტიკურ პარტნიორებს"
0
0