24/12/2023
20:54
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა ზავის დადების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ საერთო სარჩელი უნდა შეიტანონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„ახლა ერთმანეთს ვხოცავთ - ასობით, ათობით ათასობით ადამიანს ავდეევკისთვის, ჩასოვ იარისთვის. რისთვის? რას ვიღებთ ამით - რუსეთიც და უკრაინაც? რას ვიღებთ ორი რაიონული ცენტრისთვის 20 ათასი დაღუპულით ორივე მხარეს? რას მივაღწიეთ ასეთს ისტორიული თვალსაზრისით? მოვეწონეთ ბიძიებს ვაშინგტონის და ბრიუსელის სამხარეო კომიტეტებიდან, რომლებიც ჩვენ გარშემო დგანან და ტაშს გვიკრავენ, როცა ხედავენ როგორ ახტება ერთმანეთს ორი დანით შეიარაღებული მაიმუნი. რაში გვჭირდება ეს?
პუტინთან კი სხვა საუბარია. პუტინთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: „ძვირფასო მეგობრებო, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! იქნებ ზავი დავდოთ? მაგრამ ამ ზავს განსაკუთრებით ეშმაკურად დავდებთ: დასავლეთის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს შევიტანთ: რუსეთი და უკრაინა ერთად“, - განაცხადა არესტოვიჩმა ჟურნალისტ იულია ლატინინას Youtube-არხის ეთერში.
0
0