
ხაზარაძე და „ლელო“ თავიანთმა პატრონებმა სადამდე მიიყვანეს, ანაკლიის პორტის ხელშეკრულებაც კომერციული საიდუმლოება იყო, ზუსტად იგივე შემთხვევაა არაბულ ინვესტიციაზე, საიდუმლოა კომერციული ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში სოციალური ფონი გაუარესდეს.
„ეს ერთადერთი გზაა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყოს და კოლექტიური აგენტურა მმართველობაში მოვიდეს. ამ მიზანს ემსახურება ბრძოლა ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარების და მშვიდობის წინააღმდეგ. ეს ხელწერაა აგენტების, რომლებიც ამ ყველაფერს პატრონების დავალებით ასრულებენ. „ლელო“ კომიკურად არის გადაქცეული, სასაცილოები არიან. რას ლაპარაკობენ, რას აკეთებენ, რიგითი აგენტები არიან – კარგად ჩაიხედონ სარკეში, სადაც კლოუნებს დაინახავენ, რომლებიც სხვის დაკრულზე ცეკვავენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
0
0