30/10/2021
10:49
პოლიტიკა
„მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს აქტიურობისკენ. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა უბნებზე, მით უკეთესი იქნება. დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რათა საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს და იყოს სანდო. საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ, დაველოდებით ოდირის შეფასებას. არსებობს პოლარიზაცია და მას თან სდევდა ძალიან მწვავე რიტორიკა. ეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ შეიქმნას ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის, ვინაიდან ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამისთვის საჭიროა კონსულტაციები. მოხარული ვარ, რომ ადგილზეა ოდირის სრულფასოვანი მისია და მათთან ერთად მუშაობს ევროპარლამენტის მისია. ჩვენ დაველოდებით მათ შეფასებებს და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ჰარცელმა.
0
0