არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა, რომ როგორი კარგია ეს ელექტრონული სისტემა და როგორი დაცულია ყველას ხმა - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ამის შემდეგ კი, როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ:
"არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა, რომ როგორი კარგია ეს ელექტრონული სისტემა და როგორი დაცულია ყველას ხმა. პროპაგანდა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაუტარა საქართველოს მოსახლეობას, თუ როგორი მყარია ეს სისტემა და ერთი დღეც არ გასულა ადამიანი გამოდის და იძახის, რომ გაყალბდა არჩევნებიო, თან გაყალბდა ფსბ-ს სისტემითო, მე მგონი ეს ადამიანი პროკურატურაშიც არის და უნდა მოვუწოდო, რომ დაიკითხოს, რას გულისხმობს ეს ფსბ-ს სისტემით გაყალბება.
ორ მილიონამდე ადამიანი მისული, ამდენი აგიტატორი, კომისიის წევრები, მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, არანაირი ექსცესები, ყველა ადამიანის გამოხატულება უფლება დაცულია... ასეთი დემოკრატიული გარემო, დიდი ხანია, საქართველოში ვცხოვრობთ და ვაკვირდებით არჩევნების პროცესებს, მე პირადად არ მინახავს. იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა მოტყუებულია, უნდათ ჭეშმარიტებას მიაგნონ, გამოვიდნენ და გააპროტესტონ,"- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
0
0