30/10/2021
08:47
პოლიტიკა
„უკვე გავაკეთე არჩევანი და ყველას მინდა მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს. თბილისში დღეს ჩვენ ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ის არ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ბნელი წარსული ყველას გვახსოვს. ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი, პერსპექტივა, სტაბილურობა და განვითარება, მეორე მხარეს კი არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. ამიტომ არჩევანი არის მარტივი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს არაა სახლში დარჩენის დრო. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება ინციდენტების ორგანიზებას, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებულები. სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არცერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისკენ“, - განაცხადა წულუკიანმა.
0
0