-share.jpg)
ყველას ცალსახად მინდა მოვუწოდო და გავაფრთხილო, რომ არცერთ შემთხვევაში, არცერთი დავალება, რომელიც იქნება სწორედ ტერაქტის მიმართულებით გაცემული, არ შეასრულონ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ მოხდეს.
„ვინ არის პანიკაში და 1 %-იან ლიდერებს რომელი პარტიები იმატებენ, „ლელოს“ და მარგველაშვილის ტანდემზე მაქვს საუბარი. უხამს და უღირს განცხადებებს რომელი პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. რაც შეეხება იმას, თუ რეალურად რა კეთდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება, რომელიც ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ შესაძლო ტერაქტის მცდელობის საკითხს იძიებს და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საგამოძიებო თემა, რომელზეც მუშაობს ქართული სპეცსამსახური. ის, რომ დღეს ქვეყანა არის მოწოდების სიმაღლეზე, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს, რომ პრევენცია მოახდინონ. სამართალდამცავი ორგანოები, გაფრთხილების შემდეგ, რა თქმა უნდა კანონით დაშვებული ყველა მეთოდით მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ დანაშაული, პირდაპირ კრიმინალი არ მოხდეს ჩვენს საზოგადოებაში. ყველას ცალსახად მინდა მოვუწოდო და გავაფრთხილო, რომ არცერთ შემთხვევაში, არცერთი დავალება, რომელიც იქნება სწორედ ამ მიმართულებით გაცემული, არ შეასრულონ. არცერთ შემთხვევაში კრიმინალის და დანაშაულის ჩადენა საკუთარი ქვეყნისა და ერის წინააღმდეგ, თუნდაც ეს პარტიის შიგნით მოხდეს, არ განახორციელოს. ყველა, ვინც ამას ეცდება კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ეს მართლაც რეფერენდუმის დონეზე აყვანილი არჩევნები, სადაც მშვიდობასა და ომს შორის უწევს ჩვენს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება, ეს არჩევნები არიონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
0
0