
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ უარყოფითად უპასუხა და აღნიშნა:
„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობთ“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმა იგივე პოზიცია დააფიქსირეს.
დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.
ასევე, დააკავეს საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
0
0