04/08/2023
14:54
საზოგადოება
არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებლად იყო გამოყვანილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში დაუყოვნებლივ გაიგზავნა 400-ზე მეტი მაშველი.
„მე მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიული შტაბისგან, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან. დაუყოვნებლივ გამოიგზავნა 400-ზე მეტი მაშველი და მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. მანამდეც, ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს ადგილზე მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა. არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებლად იყო გამოყვანილი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 30-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.
0
0