
"ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს არც პარტია "საქართველოსთვის". დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება.
მანამდე ამ პროექტის გაწვევისკენ ხელისუფლებას მოუწოდეს სხვა პარტიების დეპუტატებმაც.
"მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ ორ პირობას, პირველი, კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლენებისგან და მეორე, კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში და სხვა დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა ამ წუთებში დაიწყო.
0
0