
ხმაურია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასახლების პროცედურას ატარებს. საქმე ეხება მარინა ხატიაშვილის ოჯახს, რომელსაც მევახშისგან გარკვეული თანხა ჰქონდა აღებული. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე ბიუროში 2018 წელს შევიდა. მათი თქმით, გასახლების პროცედურა ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გადავადდა. პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და გასახლებას აპროტესტებენ.
„ამ წუთებში გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, აღსრულების პოლიცია ბინაში ჯერ არ შესულა. გამოძაძებულაი სამაშველო სამსახური, რომელიც კარის გაჭრას ახორციელებს. რა დროსაც, ბინაში მყოფი ადამიანების მხრიდან, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გაუშვეს წიწაკის სპრეი, ჩვენი მხრიდან, არც აღრულების ეროვნულ ბიუროს და არც საპატრულო პოლიციას რაიმე ტიპის სპრეი ან გაზი გამოსახლების პროცესში არ გამოუყენებია.
რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, აღსრულების ბიუროში შემოსულია 2018 წელს, ეს პროცესი გადადებულია 5-ჯერ, მორალური პრინციპების საფუძველზე. ჩვენი ინიციატივით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბოლო მოლაპარაკება გუშინ გაიმართა. მოვალე მხარეს ჰქონდა შეთავაზება, მოვალეს აძლევდა ალტერნატიულ ფართს, ასევე აძლევდა უფლებას, გამოესყიდა ქონება, თუმცა, ,მოვალე მხარემ ალტერნატიულ ფართზეც უარი განაცხადა,“ - ამბობს პაატა შამუგია.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025