
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, ჰოლანდიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ, უკრაინის მაღალჩინოსნის, დავით არახამიას ინტერვიუზე წერს რომ არის “ფეიკი”.
"გავრცელებული ინტერვიუ დავით არახამიასთან არის ფეიკი.
არ ვიცი, ამას რა მიხვედრა უნდოდა, მაგრამ მაინც.
ვიდეოს თუ გაავრცელებთ, კარგი იქნება", წერს ხერხეულიძე და არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინის მმართველი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოში ამბობს, რომ ერთ-ერთ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოდის, არის ტყუილი.
შეგახსენებთ: ჰოლანდიური მედია დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს. ასევე ავრცელებს წერილსაც, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.
„დადგა დრო ღიად ჩავება ქართულ პოლიტიკაში და შევიტანო წვლილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი პრორუსული კლანისგან ჩემი სამშობლოს გათავისუფლებაში“, - აღნიშნავს არახამია წერილში, რომელსაც ნიდერლანდური გამოცემა იმოწმებს.
0
0