
"ჩემი განცხადება, თითქოს მე მივდივარ ქართულ პოლიტიკაში, არის ტყუილი" - ამის შესახებ დავით არახამია გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
უკრაინის მმართველი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოში ამბობს, რომ ერთ-ერთ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოდის, არის ტყუილი.
"გავრცელდა ჩემი განცხადება თითქოს მე მივდივარ ქართულ პოლიტიკაში. რამაც გამოიწვია დიდი რეზონანსი. ეს არის ტყუილი" - აცხადებს არახამია ვიდეოში.
ცნობისთვის, ჰოლანდიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს. ასევე ავრცელებს წერილსაც, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.
„დადგა დრო ღიად ჩავება ქართულ პოლიტიკაში და შევიტანო წვლილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი პრორუსული კლანისგან ჩემი სამშობლოს გათავისუფლებაში“, - აღნიშნავს არახამია წერილში, რომელსაც ნიდერლანდური გამოცემა იმოწმებს.
0
0