
დავით არახამიასა და მისი თანამზრახველების დამოკიდებულება ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ბინძური ტყუილია, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება.
„ეს ტყუილი დაიწყო საქართველოში და გაგრძელდა მის ფარგლებს გარეთ და სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე არახამიამ მოითხოვა ფრენების შეწყვეტა, არავინ ეკითხება არახამიას ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღეს. მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისათვის გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს ჩვენი რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევე ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან, როგორც აკეთებდნენ იქამდე, ვიდრე აღდგენილი იქნებოდა ფრენები. ფრენები არის ძალიან კარგი, რადგან ეს ძალიან ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება და ასევე ტურისტების ჩამოსვლას ეხმარება. მათ რომ სანქციების დაწესება უნდათ, ავიამიმოსვლის შეჩერება და ავიამიმოვლის განადგურება, ეს ახალი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დავით არახამიამ მოითხოვა უსასტიკესი სისტემის შემქმნელი კრიმინალი სააკაშვილისa და მისი მასწავლებლის, იდეური მოძღვრის გათავისუფლება, ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკო.
„მათ გადმოგცეს, თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში მათი ინფორმაცია იყო, რომ ის იმყოფებოდა თითქოს სასტუმროს ნომერში ტრუსკავეცში, არ მოგვიფიქრებია არ მოგვლანდებია ეს ამბავი. მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით, ამიტომ ერთ მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები. არახამიას ასეთ დამოკიდებულება არის იმ არამეგორბული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ მტრობას ნიშნავს ამ ქვეყნისას. მისი და მისი თანამზრახველების ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის გუშინდელ მთავრობის განცხადებაში იყო ნათქვამი“, – განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
სინგაპურში ინტერნეტ-თაღლითებს გაროზგავენ
06/11/2025