21/11/2023
15:21
პოლიტიკა
ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესობაა ასეთები, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას ბარიერი მაღალი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი“.
მისი თქმით, მაღალი ბარიერი სჭირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
„ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორი ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0