
არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.
„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ამ ვითარებაში, როდესაც დემონსტრანტს აქვს კლასიკური პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრობის წინააღმდეგ საპროტესტო ბანერი გამოტანილი, არავის არ აქვს უფლება, საერთოდ არავის აქვს უფლება შეზღუდოს, მით უმეტეს, რაიმე სახის ცენზურა დააწესოს. ეს იყო ძალიან ცუდი, უსიამოვნო ფაქტი. ჩვენი ძალისხმევითაც ეს ძალიან უსიამოვნო შემთხვევა არის ამოწურული და პროტესტს ამით არ უნდა შეექმნას რამე დამატებითი პრობლემა. არ უნდა შევიტანმოთ დისონანსი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, შექმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და რომელიც არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სანიკიძემ.
0
0