26/07/2023
20:34
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს დეპუტატის, “ნაცმოძრაობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან “ნდობით აღჭურვილი პირია”.
"არავის ადგილი არ დამიკავებია, მე ვარ მისი ნდობით აღჭურვილი პირი" - ასე უპასუხა სოფო ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას შეეხებოდა.
“ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ვინმეს ადგილი უნდა დამეკავებინა. მან [სააკაშვილმა] თავად განაცხადა, რომ მე მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვიქნები და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გავაჟღერებ. მასთან კომუნიკაცია ადვოკარტის შუამავლობით მაქვს”, განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 2 დღის წინ სააკაშვილმა დაწერა: “ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს, ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ, ასევე, მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს”.
0
0