07/05/2023
11:39
სამართალი
იმერეთში სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული მამაკაცი მიმალვაშია და ის ცოლთან ერთად გაიქცა.
ყოფილი სკოლის დირექტორის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის და სიძის ადგილსამყოფელი არ იცის.
„დატოვა თანამდებობა. მაგას ისე მოეშალა ნერვები, რომ მე არ შემიძლია უკვე ამ თანამდებობაზე ყოფნაო. არ ვიცი სად არიან. ჩემი შვილი მკვდარია, სად წავიდა ისიც არ ვიცი. პრეტენზიით მოვიდნენ ბავშვის მშობლები, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, თავზე ხელი გადაუსვაო და ლამაზი თვალები გაქვსო“, - აცხადებს დირექტორის დედა.
შეგახსენებთ, იმერეთში სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმა.
0
0