
„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს როგორც ლანძღავენ, არ მომწონს, თუმცა ის მომწონს, რომ ეს პარტია რაც უფრო მეტად დაკარგავს მხარდაჭერას, მით უკეთესი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანაში თუ რამის შეცვლა გვინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არ უნდა დაუჭიროს და რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ზუსტად ეს გზაა და კარგია, რომ არასოდეს არავის ისე არ მოვექცევი, როგორც ხაბეიშვილი მელიას მოექცა. პარტიიდან ასე არავის გავუშვებ. რაც ვიხილეთ, ღირსეული საქციელი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში," მორიგი განხეთქილების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილი ლიდერი პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანების შეკითხვის პასუხად გარიცხა და საკუთარი გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურა.
0
0