-share.jpg)
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ისრაელის დასახლებებში ჰამასის ტერორისტები ბავშვებს თავებს კვეთდნენ. ამის შესახებ მან ამერიკაში ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
"არასდროს მეგონა, რომ ოდესმე მომიწევდა მენახა მტკიცებულება, ტერორისტების მიერ ბავშვებისთვის თავების მოკვეთის ფოტოები, არასდროს მეგონა...". – თქვა ჯო ბაიდენმა.
10 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე რამდენიმე კიბუცში, ანუ მცირე ებრაულ დასახლებაში გაწმენდვითი ოპერაციები დაასრულეს და ასობით დახოცილი ადგილობრივის ცხედრები აღმოაჩინეს. მედია იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთ კიბუცში, კფარ აზაში აღმოაჩინეს თავმოკვეთილი ბავშვების სხეულებიც. ასობით ცხედარი იპოვეს კიბუც ბეერში, საიდანაც გვამების გამოტანას აგრძელებენ.
0
0