
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა, ალექსანდრე ბარამიძემ და ნინო ევგენიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და პარტიებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თაობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა მისი ხელისუფლებაში გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
0
0