„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაურისა და მშვენიერაძის არასამთავრობო ორგანიზაციამ და „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს.
აღნიშნულზე საქმის კურსში იყო ტელეკომპანია „მთავარი არხი“, მოგვიანებით კი საქმის კურსში ჩააყენეს „ფორმულა“ და „ტვ.პირველი“. ამ კონკრეტულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა და მათ შორის, უშუალოდ ასრულებდა დავით ტატიშვილი, რომელიც არის გიორგი რურუას და ნიკა გვარამიას მეგობარი.
ტატიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2023 წლის მარტის აქციების ორგანიზებაში.
არსებული ინფორმაციით, ხსენებულ NGO-ებს ამ მიმართულებით მიღებული აქვთ დაფინანსება და ამბობენ, რომ აქვთ სრული რესურსი, სასამართლოს წინააღმდეგ მომავალშიც მსგავსი და კიდევ უფრო მძაფრი კამპანიები ჩაატარონ.
"იძებნება სამართალი!" – ამ წარწერით სტენსილები თბილისში გუშინ გამოჩნდა.
“იმედინიუსი”
0
0