
"იძებნება სამართალი!" – კვლავ უცნობია ამ შინაარსის სტენსილების ავტორი, რომელიც თბილისში გუშინ გამოჩნდა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ კამპანიის უკან "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები დგანან.
"ქართული ოცნება" ქვეყანაში სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობასა და მოსამართლეების წინააღმდეგ დაფინანსებულ კამპანიაზე საუბრობს. სტენსილებში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია.
პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არსებულ სასამართლოს არ ენდობა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ქუჩებში მსგავსი შინაარსის სტენსილი გამოჩნდა.
"უბრალოდ, სტენსილს ვიღაც ხატავს ქუჩაში. გინდ პარტია იყოს, გინდ აქტივისტი, გინდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, მეტიც, ჩვენი ქვეყნის ნახევარზე მეტი ამ სასამართლოს არ ენდობა. ვის უკვირს ის, რომ მოსამართლეების მიმართ შეიძლება ვიღაც ნეგატიურად იყოს განწყობილი. უცნაურია, რომ აქამდე არაფერი არ ხდებოდა თორემ, თუნდაც "ნაცებს" რომ ჰქონდეთ დაწერილი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0