05/04/2022
10:07
პოლიტიკა
2 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. მათ ხაზი გაუსვეს იმ დარღვევებს, რაც არჩევნების დღეს უბნებზე დაფიქსირდა.
„ტრადიციული დარღვევები, რაც არის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების თუ უცნობი ადამიანების მობილიზება, იყო ყველაზე თვალსაჩინო. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხმის მიცემის ფარულობა ან წესი იყო დარღვეული. დავწერეთ დაახლოებით 7 საჩივარი საუბნო კომისიაში, 7 საოლქოში და 5 შენიშვნა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა“, - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
„2 აპრილის არჩევნებზე ბევრგან დაფიქსირდა მოსახლეობის უბნებთან შეკრება, 100 მეტრის რადიუსში, რაც კანონით აკრძალულია. შეტანილი გვაქვს 3 საჩივარი საოლქო კომისიაში და წარდგენილი გვაქვს 10-მდე შენიშვნა საუბნო კომისიებში“, - ამბობს საიას წარმომადგენელი ნანუკა ყრუაშვილი.
შუალედურ არჩევნებში ორივე ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
0
0