21/06/2022
15:20
პოლიტიკა
არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამგორის გამგებლის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ის ამ განცხადების შინაარს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, "ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში".
ცნობისათვის, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“.
0
0