16/11/2024
12:30
პოლიტიკა
არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა! - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თითქმის 20-ე დღეა არჩევნებიდან [გასული] და ვერავინ უზრუნველყო რაიმე მტკიცებულება წარმოედგინა, რომელიც დაადასტურებდა ფარულობის დარღვევას.
„ეს არის ფართომასშტაბიანი ისტორიული პროექტი, რომელიც ინსტიტუციამ მაღალპროფესიულ დონეზე განახორციელა საერთაშორისო სტანდარტებით. დაწყებული პილოტების ჩატარებით, სადაც ჩართულობა მაღალი იყო. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც მივედით. არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა. დღეს, თითქმის 20-ე დღეა არჩევნებიდან და ვერავინ უზრუნველყო რაიმე მტკიცებულება წარმოედგინათ, რომელიც დაადასტურებდა ფარულობის დარღვევას”, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
0
0