
"ჩვენი დაკვირვებით, არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე" - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ანტალაში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას.
"სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ, დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ნამდვილი ლიდერის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა.
ჩვენი დაკვირვებით, არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. საქართველო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ხშირად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ დადგა დრო, უფრო მეტად გავაძლიეროთ ორმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირები და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები." - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
0
0