
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
ტრაგედიის შემზარავ ღამეს თვითმხილველები იხსენებენ:
„არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო...
და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა... იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელი მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა.
ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა…" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
0
0