27/05/2023
14:34
პოლიტიკა
ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას, არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე და ამის თაობაზე არაფერი გვაქვს დასამალი. ასევე მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ქართული ხელისუფლებიდან კონტაქტებისა და ვიზიტების მცდელობა, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ვიცით, რომ ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი ითხოვდა ამას. ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარია, რომ თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას - ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ალბათ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა.
0
0