
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციას, რომ ირანთან ომის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუ საამიროებში ჩავიდა.
როგორც საამიროების საგარეო უწყებაში განმარტეს, ეს ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლოა“.
„საამიროები ადასტურებს, რომ ისრაელთან ურთიერთობები საჯაროა და აბრაამის შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება. შესაბამისად, დაუგეგმავი ვიზიტის ან საიდუმლო შეთანხმების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა, თუ ეს ოფიციალურად არ არის გამოცხადებული არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამისი ორგანოების მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ირანთან ომის პერიოდში ბენიამინ ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრა და პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარდამტეხი ნაბიჯი გახდა.
0
0
ანდრეი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა
14/05/2026