
მე გადავეცი ჩემი ოქროს მედალი დედაჩემს, რადგან ის უფრო მეტად იმსახურებს ამას! ის იმსახურებს ყველა ჯილდოს ამ ქვეყანაზე, ის დედაჩემია და მან მე და ინიაკის ბედნიერი ცხოვრება მოგვცა - ამბობს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ნიკო უილიამსი
,,ამბობენ, რომ ძალიან სწრაფად დავრბივარ, მაგრამ არა იმდენად სწრაფად, როგორც დედაჩემი, რომელიც გაურბოდა სიკვდილს იმის გამო, რომ მას საჰარას უდაბნო მშიერსა და მწყურვალს, წყლისა და საჭმლის გარეშე, ჩემს ძმაზე ფეხმძიმეს მამასთან ერთად გადაეკვეთა, გადმოეკვეთა აფრიკის განის პატარა სოფლიდან ესპანეთში.
არა, მე ვერ დავრბივარ დედაჩემივით, ის სიკვდილს გაურბოდა მშიერ-მწყურვალი, რათა ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. მან ჩვენ ბედნიერი სიცოცხლე მოგვცა. მე დავრბივარ თამაშისთვის, ხოლო დედაჩემი სიკვდილისგან, შიმშილისგან, უმწეობისგან და უქონლობისგან დამფრთხალი გარბოდა.
ამიტომ, მე გადავეცი ჩემი ოქროს მედალი დედაჩემს, რადგან ის უფრო მეტად იმსახურებს ამას! ის იმსახურებს ყველა ჯილდოს ამ ქვეყანაზე, ის დედაჩემია და მან მე და ინიაკის ბედნიერი ცხოვრება მოგვცა" - ამბობს უილიამსი
ბერლინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი უდავოდ გახდა ესპანელი ნიკო უილიამსი. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისმა ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.
0
0