
არ ვიცი, რას ემსახურება კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები, თუ ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენ ერთიანობას პირველი დღიდანვე ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც ცისკარიშვილი აღნიშნა, ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დროულად არ მიაჩნია.
„კოალიციურ მთავრობებს ადგენენ მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება და გარკვეული პარტიები კოალიციის შესაკვრელად საკმარის მანდატებს მოაგროვებენ. თეორიულად შესაძლებელია, წინასწარ, არჩევნებამდეც გაიმართოს კოალიციური მოლაპარაკებები, მაგრამ, როგორც წესი, საპარლამენტო დემოკრატიაში მას შემდეგ იმართება, რაც არჩევნები ჩატარდება. კოალიცია არის საპარლამენტო შესაკრავი, რათა გქონდეს ხმათა უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად არ ვიცი, რას ემსახურება ეს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები, თუ ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენ ერთიანობას მხარს ვუჭერთ პირველი დღიდანვე. ოპოზიციის ერთ ძალად, ერთ მუშტად შეკვრას, გაერთიანებას, გაძლიერებას და ამ დამატებითი, შეძენილი პოლიტიკური რესურსების შესაძლებლობებით გაფართოებული საპროტესტო ტალღით მათ შორის დაპირისპირებას რუსულ რეჟიმთან. კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხები, ამ ეტაპისთვის, დროულად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ციკარიშვილმა.
0
0