31/12/2024
13:07
პოლიტიკა
ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა – ჯო უილსონი, რომელიც არ ვიცით, მომავალ ადმინისტრაციაში რა თანამდებობას დაიკავებს. მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი, მთავარია, რა პოლიტიკა გატარდება აშშ-ში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპის პოლიტიკა იყო უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ოჯახური ღირებულებები, ხოლო ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის პოლიტიკა იყო უკრაინაში ომის გაგრძელება და აშშ-ში ტრანსგენდერების განვითარება.
„ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მშვიდობის დამყარება და ოჯახის ღირებულებები აირჩია, რითაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკა უნდა განხორციელდეს და განხორციელდება. ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი, რომელიც არ ვიცით, მომავალ ადმინისტრაციაში რა თანამდებობას დაიკავებს – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი. მთავარია, რა პოლიტიკა გატარდება აშშ-ში. ჩვენ არც ის გვითქვამს, რომ ტრამპი 24-საათი საქართველოზე ფიქრებში იქნება, მაგრამ მისი პოლიტიკა 90%-ით ჩვენს პოლიტიკას ემთხვევა, რასაც მშვიდობა ჰქვია. ვინმე თუა გავლენიანი ფიგურა აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაში, ეს არის ილონ მასკი, რომელიც პირდაპირ უწოდებს ზელენსკის ჩემპიონს ფულის ძარცვაში – ეს ტრამპის ადმინისტრაციაში ერთი-ერთი მაღალი თანამდებობის პირის და გავლენიანი მილიარდერის სიტყვებია. თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიმური და სჯობს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მნიშვნელოვანია, რას იტყვის უილსონი თუ რას იტყვის მომავალი პრეზიდენტი ტრამპი და გავლენიანი თანამდებობის პირი მის ადმინისტრაციაში? ყველას ვურჩევ, გადახედოს, რა პოლიტიკა მიდის მსოფლიოში. ვინც არ უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენს პოლიტიკას არ შევცლით – საქართველოს პოლიტიკა თანამედროვე ევროპულ ღირებულებებს ესადაგება და ევროინტეგრაცია ქართულ ღირებულებებზე დაყრდნობით იქნება, რასაც მომავალში ჯანსაღი ევროპული სახელმწიფოები დააფასებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0