01/05/2023
13:56
პოლიტიკა
„არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის არიდებაში“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა იმ მიზნით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეაჩეროს.
„ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანქციები. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ რუსეთის ქმედება და დავრწმუნდეთ, რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ არის სანქციები. ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო შეთანხმდა, რომ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაეწესებინა და ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველო ნაწილობრივ შეუერთდა სანქციებს, მაგრამ არა ყველას. ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპისთვის არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის არიდებაში“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
0
0