31/08/2023
19:13
პოლიტიკა
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის გაფართოება თარიღების საკითხია.
ოლივერ ვარჰეი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.
„ვფიქრობ, რომ თუ ეს არის მესიჯი [ევროპული] საბჭოს მხრიდან, რომ საბჭოს სურს საბოლოოდ ჩაერთოს და დიდი ნახტომი გააკეთოს გაფართოების მისაღწევად, ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს თარიღების საკითხია. ვფიქრობ, ეს უფრო ნების საკითხია და ასევე დაპირების შესრულების საკითხია: ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან“, - დასძინა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად.
0
0