14/07/2023
11:27
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კმაყოფილია ვილნიუსში ნატო-ს სამიტის შედეგებით და მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინის მოწვევა ალიანსში უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს აქამდე იყო.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა სამიტის შედეგებით, უკრაინელმა დიპლომატმა თქვა, რომ ზოგადი შედეგებით კმაყოფილია.
„მე არ ვარ კმაყოფილი მხოლოდ ერთი პუნქტით - სამიტის კომუნიკეს ტექსტში არ არის მკაფიო სიტყვები, რომ უკრაინა ან მიწვეულია წევრობაზე ან პირობითად ხვალ მიიწვევენ. ჩვენ დავძლიეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად აღიქმება, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. „კვანტური ნახტომი“ რომ არ გააკეთეს, ცუდია, მაგრამ მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვხედავ, რომ ეს კვანტური ნახტომი გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია“, - განაცხადა კულებამ.
ინფორმაციისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიმართა.
0
0