
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის ამ პოსტით ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილი წერს:
"სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
▪️სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
▪️საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისულების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე." - წერს პაპუაშვი;ი და აზიარებს სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის სასჯელის მისჯის შესახებ ინფორმაციას.
0
0
ცოტა ხნის წინ, წალენჯიხაში სახლი დაიწვა
17/03/2025