04/02/2022
13:14
პოლიტიკა
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ უკრაინაში, დაისვენებენ და საქართველოში ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არ აქვს.
„რაც შეეხება იმას, ეს არის თუ არა პოლიტიკური აქტი, ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებისგან უნდა იყოს, რადგან მოგვწონს თუ არა, ქართველი ხალხის ნებას სწორედ მათი პოზიცია გამოხატავს და მათი მესიჯი უფრო მძლავრია. ვფიქრობ,კიევში წასვლას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას კიევში ჩასვლით გამოხატავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ, დაისვენებენ და საქართველოში ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0