არ შეიძლება სერიოზული საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა, პარტია იშლება და რა თანამდებობებს არიგებენ - არჩილ თალაკვაძე
29/05/2023
18:07
პოლიტიკა
A-
+A
არ შეიძლება სერიოზული განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას დეპუტატები ტოვებენ და რა თანამდებობებს არიგებენ?, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია.
„სჯობს, პარტიას მიხედონ და ის ელემენტარული პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც ჩანს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში გამართა. პარტიაში აღნიშნეს, რომ სხდომაზე იმსჯელებდნენ პარტიის განვითარებაზე, ასევე, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.
0
0
219
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%