
არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოიაზრებს.
„არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცეს რევოლუციურ ჯგუფად, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადიოდეს ისეთ დანაშაულებს, რომელთან დაკავშირებითაც მთელმა საზოგადოება იცის და ამის მერე შეიცვალოს სახელი, შეცვალოს სახეები და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს“, - აცხადებს ვოლსკი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.
0
0