18/04/2023
14:04
პოლიტიკა
„ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვეთანხმები ხატია დეკანოიძეს. ზოგადად, მე არ მჯერა საქართველოში სუსისთვის უცნობია 12 ათასი კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაც სქემა რომ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხვიჩია განცხადებით, ახლა რაღაცნაირად არის შანსი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე უკეთ გამოიყურებოდეს.
ამასთან, ხვიჩიას თქმით, ერთი მხრივ არის ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ ოპოზიციაა, რომლის მთავარი დონორი, ევროპელი პენსიონერების ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
„მინდა ჩემი ნარატივი აღვწერო, რომელსაც ვხედავ. შეიძლება ამ ნარატივის ნაწილი არაზუსტია, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მინდა პასუხები, პირველ რიგში ოპოზიციისგან. იქიდან გამომდინარე რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცია და თქვა, რომ „საამაყოა ეს მოსამართლეები ჩვენთვის“.
რაღაცნაირად არის შანსი, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მურუსიძე- ჩინჩალაძის სასამართლო მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვედი, შემიყვარდა. ერთგვარი განწმენდა არის საჭირო, ერთგვარი ცოდვების მონანიება არის საჭირო, რომ ეს უპირატესობა, რომელიც ფაქტობრივად ნაჩუქარია, გამოვიყენოთ.
მთავარი პრობლემა რაც გვაქვს არის ის, რომ ოპოზიციის მთავარი დონორი ასევე სკანდალშია გარეული, ოღონდ არა საქართველოში და პოლიტიკურ სკანდალში, არამედ ევროპაში და კრიმინალურ სკანდალში. ახლა წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის, ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი. ჯერ არ ვიცით როგორ დასრულდება ეს ამბავი.
როგორც არ უნდა დასრულდეს, თუ დადასტურდა რომ ასეთი ქსელი არსებობს, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვეთანხმები ხატია დეკანოიძეს. ზოგადად, მე არ მჯერა რომ საქართველოში სუსისთვის უცნობია 12 ათასი კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაც სქემა რომ არის.
თუ ამის არ გჯერა და ფიქრობ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს იმის კვალიფიკაცია ნამდვილად ეყოფათ ასეთი სქემა დაედგინათ, მაშინ გამოდის რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ქართულ ხელისუფლებას და ბატონ კეზერაშვილს შორის.
რა შეიძლება იყოს ასეთი გარიგების საგანი? რაზე შეიძლება შეუთანხმდე როცა ხელისუფლებაში ხარ ოპოზიციის მთავარ დონორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ევროპელი პენსიონერების ძარცვა. ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ დადასტურდება ბრალდებები“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0